აგრარულმა უნივერსიტეტმა ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
აგრარულმა უნივერსიტეტმა ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
15:26 20.05.2012
აგრარულ უნივერსიტეტს ევროკავშირის TEMPUS–ის მხარდაჭერით, მიმდინარე სამაგისტრო პროგრამის – „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ საერთაშორისო პარტნიორის, ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.
როგორც “ნიუსპრესს“ აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, უცხოელ კოლეგებს სასწავლებლის რექტორმა ლაშა გოცირიძემ უმასპინძლა.
სტუმრებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო დათვალიერეს და ლაბორატორიულ კვლევებს დაესწრნენ, რის შემდეგაც სტუდენტებისთვის მიკრობიოლოგიის საკითხებზე ღია ლექცია გამართეს.
აგრარული უნივერსიტეტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსის წარჩინებული სტუდენტები დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას და ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ.


ბეჭდვა