კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამ დროისთვის თიანეთის საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მთივლიშვილი თიანეთის პოლიციამ დააკავა, პოლიციის შენობაში კი - მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
„პოლიციის შენობაში ერთი საათის განმავლობაში ვიყავი, წამართვეს კამერა, სადაც ყველაფერი გადაღებული და დაფიქსირებული მქონდა. ადვოკატთან დალაპარაკების საშუალებაც არ მომცეს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იქვე გავხდი ცუდად“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს.
