დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი“-სა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“-ს წარმომადგენლები მსვლელობით აპროტესტებენ.
მსვლელობა ვაკის პარკიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით უკვე დაიწყო. მასში დაახლოებით 700 ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეებს მძღოლები ავტომობილების სიგნალით, ხოლო მოსახლეობა ტაშით უცხადეს სოლიდარობას.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით გეგმები შეიცვალა და მსვლელობა აზერბაიჯანის საელჩოსთან აღარ შეჩერდება. აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელს გარეჯთან დაკავშირებით მიმართვას აქციის რამდენიმე მონაწილე გადასცემს. ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეჩერდებიან.
როგორც მსვლელობის დაწყებამდე ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განაცხადა, გარეჯი მისი დაარსების დღიდან ქართული ისტორიული ძეგლია.
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსებიდან ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საქართველოს მმართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქსციის ქვეშ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ქართველ მომლოცველებსა და რესტავრატორებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეშლიათ. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად პრინციპული უნდა იყოს და მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით აღნიშნული საკითხი საქართველოს ინტერსების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს“ - განაცხადა მან.
