კათოლიკოს - პატრიარქი დღეს მთავარ რაბინებს შეხვდება
კათოლიკოს - პატრიარქი დღეს მთავარ რაბინებს შეხვდება
10:28 21.02.2012
იერუსალიმში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს მთავარ რაბინებს შეხვდება, რის შემდეგაც   საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად გოდების კედელს მოინახულებს.
დღესვე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმიდან ქ. ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში გაემგზავრება სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.
გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა შეასრულა.
საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

ბეჭდვა