იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შორის ქართველები არ არიან
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შორის ქართველები არ არიან
12:34 20.05.2012
იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის არ აღირიცხებიან.  ამის შესახებ საქართველოს კოსულმა ილატიაში ვახტანგ ანდღულაძემ განაცახდა.

უცხოური მედიის ცნობით, იტალიაში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დროისთვის ვრცელება ინფორმაცია 4 ადამიანის დაღუპვისა და 100-მდე დაზარალებულის შესახებ.

„საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან არც ერთ ჯგუფში და იმედია არც იქნებიან“ - აღნიშნა კონსულმა.

მისივე თქმით, მიწისძვრის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, შესაბამისა, დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია იცვლება.






ბეჭდვა