საქართველო-აზერბაიჯანის საზღავრთან გუშინ ღამით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან 36 კილომეტზე დაფიქსირდა. იგი თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 მაისს მოხდა, რის შემდეგაც შედარებით მსუბუქი ე.წ ავთერშოკები პერმანენტულად მეორდება. 7 მაისის მიწისძვრამ ნგრევაც გამოიწვია.
