საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს
საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს
10:21 21.02.2012
საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის შესახებ დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პრეზენტაცია გაიმართება.  ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზენტაციაზე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები იქნება წარმოდგენილი.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამეცნიერო და პედაგოგიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბეჭდვა