მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს, შესაბამისად, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
ეკლესია წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად, აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს (თათა მამებელისა), ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს (VI-VII) იხსენებს.
წმინდა იოანე ზედაზნელი 12 ასურელ მამასთან ერთად, მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა და ზედაზენზე დამკვიდრდა. ღვთისმშობლის გამოცხადებით, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა ზედაზენი დატოვეს და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაწილდნენ.
