26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის სხდომათა დარბაზი და ფოიე გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ „ფეისფუქზე“, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე დღეს დასრულდება პარლამენტის შენობის ფასადის მშენებლობაც, ხოლო საბოლოოდ, ყველა სამუშაო ოთახის კეთილმოწყობა და შენობის გარშემო მდებარე პარკის მოწყობა პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის დროისთვის - ოქტომბერში დასრულდება.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ახალი შენობის წინ სამხედრო აღლუმიც ჩატარდება. ასევე, ახალ შენობაში დაგეგმილია პარლამენტის სხდომის ჩატარებაც.
