,,პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ნოტას ამზადებენ
,,პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ნოტას ამზადებენ
15:36 19.05.2012
ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულები არიან და  ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სპეციალურ ნოტას ამზადებენ, რომელიც სამინისტროში ორშაბათს გამოიგზავნება.
როგორც ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა და ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა, ქონების დაყადაღების სავარაუდო მიზეზი მის მიერ ტელეკომპანია მეცხრე არხთან გაფორმებული კონტრაქტია, რომელიც მეცხრე არხის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებდა.
,,როგორც ჩანს ვიღაცების გაღიზიანება მოჰყვა იმ ქმედებას, რასაც მე პატიოსან ბიზნესს ვუწოდებ. ჩვეულებრივ, ეს იყო წმინდა ბიზნესი. ტექნიკის აღდგენა უნდა მომხდარიყო, მეცხრე არხისთვის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
ზილფიმიანის ვარაუდით, ტელეკომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევა და ტქნიკის აღწერა მოხდება.


ბეჭდვა