უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდები კვლავ შენარჩუნდება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამჟამად მხოლოდ კახეთის ზოგიერთ რაიონში თოვს, თუმცა დღის მეორე ნახევრისთვის ყველგან გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში კი ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა წუხელ ჯვრის უღელტეხილზე და ბაკურიანში დაფიქსირდა, სადაც ტემპერატურა -19 გრადუსამდე დაეცა.
რაც შეეხება თოვლის საფარს, მისი სიმაღლე ხულოში 133, ბაკურიანში 99, გუდაურში 130, ჯვრის უღელტეხილზე კი 205 სანტიმეტრს შეადგენს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი თოვლის სახით 25-26 თებერვალსაა მოსალოდნელი. უახლოეს დღეებში ტემპერატურა +10 გრადუსს არ გადაამეტებს.
