თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა
14:37 19.05.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებით 120 დელეგატიდან 116 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ხოლო დარჩენილი ოთხი ადგილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების დამოუკიდებელ კანდიდატებზე გადანაწილდა.
„არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, აღინიშნა რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი, დღეს 6 საათამდე ყველას აქვს საშუალება შემოიტანოს განცხადება კანცელარიაში და ცესკო ყველა ამ საჩივარს განიხილავს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას”- განცხადა ცესკოს თავმჯდმომარემ დიმიტრი გეგენავამ.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 17 9000 სტუდენტიდან არჩევნებში მონაწილეობა 7000 -ზე მეტმა  სტუდენტმა მიიღო.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შედეგების გამოცხადებიდან ერთ კვირაში 120 დელეგატი თვითმმართველობის პრეზიდენტს დაასახელებს.

ბეჭდვა