ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
14:31 19.05.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისიტროდან აცნობეს, მარცვლეულის ცენტრის მოცულობა 75 000 ტონას შეადგენს და პროდუქციის სტანდარტიზაციასა და საერთაშორისო ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასევე, ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. ცენტრში 40 ადგილობრივია დასაქმებული.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს სოფლის მეურნების სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.
დღესვე, ზაზა გოროზიამ ფოთში შპს „აისბერგ ფოთის“ თევზისა და ხორცპროდუქტების შესანახი სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფოთის სამაცივრე მეურნეობა 17 ჰექტარზეა განთავსებული და მისი ტევადობა 10 ათას ტონას შეადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „აისბერგ ფოთში“ 67 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის 25 იძულებით გადაადგილებული პირია.

ბეჭდვა