ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ შენობა ყველა თანამშრომელმა დატოვა
ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ შენობა ყველა თანამშრომელმა დატოვა
13:45 19.05.2012
ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ შენობას მისი თანამშრომლები ეტაპოვრივად ტოვებენ. რამდენიმე წუთის წინ, შენობა თითქმის ყველა თანამშრომელმა დატოვა.  თანამშრომელთა ბოლო ჯგუფი ოფისიდან ამ წუთებში გამოვიდა. ისინი რომ ,,პირველი სტერეოს“ ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის ადგილზე მისვლას და მის მიერ ტელეკომპანიის გადაბარებას მოითხოვდნენ.
მათივე თქმით, შენობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა ხელუხლებელი დატოვეს. თანამშრომელთა განცხადებით, მათ სიტყვიერი პირობა მიღეს, რომ აღნიშნული ტექნიკა არ დაზიანდება.
როგორც ,,ნისუსპრესს“ პირველი ,,სტერეოს“ პროგრამების განყოფილების დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა განუცხადა უკვე 12 საათი ხდება, რაც კერძო კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შენობა ბლოკირებული აქვთ.
,,დაცვის თანამშრომლები არაკორექტულად არ იქცეოდნენ, მაგრამ დღეს უკვე გარკვეული შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. ჩვენს თანამშრომლებს არ აძლევენ საპირფარეშოში შესვლის უფლებას, არც ლიფტში და სართულებს შორის გადაადგილების საშუალებას. ყოველივე აქედან გამომდინარე იძულებულები გავხდით შენობა დაგვეტოვებინა“ - აღნიშნა ლევან ზილფიმიანმა.
მისივე განცხადებით, ტელეკომპანიაში გამაგრებულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შენობის დატოვება იმ მოტივით მოთხოვეს, რომ ,,პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის დირექტორი აღარ არის.

ბეჭდვა