ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი „პირველი სტერეოს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ კობაიძის ქმედებებს ამორალურს უწოდებს.
როგორც ჯანგირაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, „პირველი სტერეოს“ დამფუძნებელს დავით ზილფიმიანს კობაიაძესთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა, კობაიძემ კი იგი პრესკონფერენციაზე არ შეუშვა.
„რედისონის“ დაცვა და პოლიცია პერიმეტრზე რომ გამწკრივდება და სასაცილო მიზიზებს იგონებენ რათა არ შეგიშვან, ეს ნიშნავს, რომ იმ ხალხს ვინც დათო ზილფიმიანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, ძალიან სერიოზულად ეშინია საკუთარი ნამოქმედარის და კითხვებზე პასუხები არა აქვს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯანგირაშვილმა.
მისივე თქმით, მას დავით ზილფიმიანთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და პრესკონფერენციაზეც მხოლოდ მხარდაჭერის მიზნით გაჰყვა.
„მე და ზილფიმიანს სულ ორი კითხვა გვქონდა კობაიძესათან და ჩვენს დანახვაზე მობილიზაცია გამოაცხადეს. გაოცებული ვარ იმ უკანონობით, რასაც ბატონი ბეჟუაშვილი და მისი ძმაკაცები სჩადიან“- აღნიშნა ჯანგირაშვიმა.
„პირველი სტერეოს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორის ვასილ კობაიძის პრესკონფერენციაზე დავით ზილფიმიანი „რედისონის“ დაცვამ და იქვე მობილიზებულმა პატრულმა არ შეუშვა.
