ხვალ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ხვალ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
12:11 19.05.2012
ხვალ მსოფლიო შიდსით გადაცვლილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ხვალ საქართველოში აქცია -„ერთად დავიცვათ აივ ინფიცირებულთა ჯანმრთელობა და ღირსება”, გაიმართება.  
ხვალვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, აინთება ხსოვნის სანთლები და მოეწყობა „მსვლელობა შიდსის წინააღმდეგ.“
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე, პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს, ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ აღინიშნა, საქართველოში კი ამ დღეს 1996 წლიდან აღნიშნავენ.
შიდსის ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე, იმუნოდეფიციტის გამომწვევმა ვირუსმა მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ბეჭდვა