ჯვრის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია
ჯვრის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია
10:06 21.02.2012
ჯვრის უღელტეხილი ძლიერი ქარბუქის გამო ისევ ჩაკეტილია.
როგორც „ნიუსპრესს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრალური მაგისტრალი თავისუფალია და ავტოტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები მოხსნილია რიკოთის უღელტეხილზეც. გადაადგილება თავისუფალია როგორც მსუბუქი, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და გზები ინტენსიურად იწმინდება.


ბეჭდვა