მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „კოლხეთთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, „ვოლვოს“ მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.
