მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის პლაჟის ფრენბურთში ტურნირი დღეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ტურნირი ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში იმართება. იგი მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს.
შეჯიბრში მონაწილეობას 5 მედიასაშუალების „პირველი არხის“, „იმედის“, „რეალ-TV-ს“, „მედია პალიტრისა“ და რადიო „აფხაზეთის ხმის“ გუნდები მიიღებენ.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო -1000 ლარი, ხოლო ფინალისტებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიების ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი არიან.
