ამერიკელი პოლიტოლოგისა და დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ ჰენზის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით „ჩერქეზული კულტურის ცენტრში“ დღეს ღონისძიება ჩატარდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ცენტრიდან აცნობეს.
ღონისძიებაზე ჰენზის შემოქმედებაზე ისაუბრებენ და სტუმრები მის შესახებ სიტყვას წარმოთქვამენ.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას აშშ-დან ჩამოსული „საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმის“ თავმჯდომარე იად იაღარი, აშშ საელჩოს წარმომადგენლობა, ასევე, ადგილობრივი ქართულ-ამერიკული სკოლებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და კავკასიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება მიიღებს.
პოლ ჰენზი კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს თვალს წლების განმავლობაში ადევნებდა. მის ნაშრომებში კი მნიშვნელოვანი ადგილი ჩერქეზულ პრობლემატიკას ეთმობა. იგი 2011 წლის 19 მაისს გარდაიცვალა.
