იერუსალიმში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხვალ მთავარ რაბინებს შეხვდება,
რის შემდეგაც საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად გოდების კედელს მოინახულებს.
ხვალვე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმიდან ქ. ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში გამგზავრება სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა შეასრულა.
საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.
