ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ითვლიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, არჩევნებში დაახლოებით 7 000 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული სტუდენტების 40 პროცენტს შეადგენს.
მათი ინფორმაციით, ცესკო-ში 2 საჩივარია შესული. პირველი ეხება აგიტაციას საარჩევნო დღეს, ხოლო მეორე საპროცესო საკითხს.
შემაჯამებელი ოქმი დღეს 24.00 საათისთვის თსუ-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
თსუ-ში საარჩევნო უბნები 08.00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი 09.00 საათზე დაიწყო და 18.00 საათამდე გაგრძელდა.
საარჩევნო კომისიის მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „IFES”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ აკვირდებოდა.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
