ძველი თბილისის რაიონში მდებარე ერთ–ერთ ქუჩას დღეს კოტე ხიმშიაშვილის სახელი ეწოდა.
მწერლის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და მწერლის დამ დოდო ხიმშიაშვილმა გახსნსნეს.
ძველი თბილისის რაიონში რევოლუციონერ ნესტორ კალანდარიშვილის სახელობის ქუჩას საკრებულოს გადაწყვეტილებით სახელი 27 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე შეეცვალა და მას მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა.
