„გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლებმა დიპკორპუსს კომპანიის გარშემო შექმნილი პრობლემები გააცნეს
„გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლებმა დიპკორპუსს კომპანიის გარშემო შექმნილი პრობლემები გააცნეს
14:21 18.05.2012
კომპანია „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომპანიის გარშემო შექმნილი პრობლემები გააცნეს.

შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში შედგა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „გლობალ ტვ“-ის მარკეტინგის მენეჯერმა ზურაბ ბაზღაძემ განაცხადა, დიპლომატიურმა კორპუსმა აღნიშნული საკითხის ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„შევხვდით მათ და ის პრობლემები გავაცანით, რომლებიც ბოლო დღეებში ჩვენს წინაშე დგას. მათ მოგვისმინეს და თქვეს, რომ მიიღეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ექმნება პრობლემები „გლობალ ტვ“-ის“- აღნიშნა ბაზღაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ის და „ტელე იმედის“ განაცხადების საფუძველზე, ,,გლობალ ტვ“-ის თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ არხების რეტრანსლაცია აუკრძალა.

ბეჭდვა