ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს
ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს
13:48 18.05.2012
თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან, სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, მიკროვატობუსების მოძრაობა ჭავჭაბაძის გამზირზე მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განახლდა.
სამარშრუტო ხაზი #202 მგზავრებს გლდანიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ბაგების მიმართულებით გადაიყვანს.
ჭავჭავაძეზე სამარშრუტო ტაქსები, ისევე, როგორც რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე შეჩერდებიან.
რუსთველის გამზირზე #2 სამარშრუტო ტაქსი 4 მაისიდან მოძრაობს.
#2-ს მოქალაქეები ისნის მეტროსადგურის ტერიტორიიდან, ქეთევან წამებულის, რუსთაველის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გავლით თსუ-ს მაღლივ კორპუსამდე გადაჰყავს.


ბეჭდვა