განათლების სფეროს მეორე გერმანული გამოფენა დღეს გაიმართება
განათლების სფეროს მეორე გერმანული გამოფენა დღეს გაიმართება
11:20 18.05.2012
გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია დღეს, განათლების სფეროს მეორე გერმანულ გამოფენას გახსნიან.
როგორც „ნიუსპრესს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, გამოფენაზე მშობლებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გერმანიაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
განათლების სფეროს გამოფენის პარალელურად, გაიმართება დისკუსია თემაზე - „კინო, ნაყინი და ხაჭაპური მეგობრებთან ერთად... და ერთი თეთრიც არ გიდევთ ჯიბეში?“
ღონისძიებას გერმანიის შემნახველ ბანკთა საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
განათლების სფეროს გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.

ბეჭდვა