18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
მათი ინფორმაციით, საზოგადოებას ჰოლანდიური ფერწერის გამოფენასაც წარუდგენენ.
გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურიდან XVII-XIX საუკუნეების ჰოლანდიური ფერწერის 22 ნამუშევარი შეირჩა.
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა. მუზეუმები 10.00-დან 18.00 საათამდე ღიაა.
მსოფლიო ამ თარიღს 30 წელზე მეტია აღნიშნავს.
