პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს არასამთავრობებო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაავალა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინიციატივებია შესული.
"ვიცი რომ პავლე კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და კანონში შესული ცვლილებები განუმარტა, თუმცა კარგი იქნება თუ მათ კიდევ ერთხელ შეხვდებით შემოსულ ინიციატივებს განიხილავთ და საბოლოდ შეჯერებულ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენთ" - მიმართა დავით ბაქრაძემ კუბლაშვილს.
მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ აღნიშნული კანონით გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს და კარგი იქნება თუ ეს გარანტია კანონის ენაზე მეტად გასაგები იქნება.
გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს პეტიციით მიმართეს. მათ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.
