არასამთავრობო ორაგანიზაცია LGBT-საქართველოს წევრებმა თურქეთის საელჩოში დღეს წერილის შეტანა სცადეს.
როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოს საქართველოში სექსუალურ უმცირესობებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით მიმართეს.
როგორც ,,ნიუსპრესს“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით შუბლაძემ განუცხადა, თურქეთის საელჩომ წერილის მიღებაზე უარი განაცხადა, მათ საელჩოში ურჩიეს წერილი ელექტრონული ფორმით მიეწოდებინათ.
შუბლაძის თქმით, დღეს ისინი რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და არანაირ პროპაგანდას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მათზე ზეწოლა განხორციელდა.
,,დღესდღეობით, ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი ხდება. საუბარია ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და დაცინვაზე. ეს არის ჰომოფობია. ეს საზოგადოების გაუაზრებელი შიშია, რადგანაც, კარგად ვნახეთ, რა მოხდა მეცნიერების აკადემიის შენობის წინ“ - აღნიშნა დავით შუბლაძემ.
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს, რომლის დროსაც მათსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სექსუალური უმირესობების წარმომადგნლები ხელმეორედ აქციას 21 მაისს გამართავენ.
