არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას დავით გარეჯის
სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის დაუყოვნებელი მოგვარების მოთხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ განცხადება რვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხირდან დღეს, პარლამენტში დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან შეხვედრაზე გაკეთდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელიც ეკლესიის წიაღში ვართ შექმნილი, შეშფოთებას და აღშფოთებას გამოვთქვამთ დავით გარეჯის კომპლექსის დანაწევრებისა და მისი ერთი ნაწილის აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოქცევის მცდელობასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებიდან გამომდინარე, უსწრაფეს რეაგირებას“ – აღნიშნულია განცხადებში.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან - „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, „წმ. იოანე ოქროპირის სახელობის კავშირი“, „ქეთევან წამებულის სახელობის კავშირი“ და სტუდენტური კავშირი.
