აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის შეფასებით, ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრისა და შეხედულების
გამოხატვის საშუალება.
მისი თქმით, თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, გარანტირებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებების დაცვა.
,,ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი და შეხედულება, საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან ზეწოლისა და ძალის გამოყენების გარეშე. ნებისმიერი, დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“ - აღნიშნა ჯონ ბასმა.
თბილისში დღეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში მსვლელობის პროცესში ახალგაზრდების ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე დროებით დააკავეს, შემდეგ კი, გაათავისუფლეს.
