არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოთხივე გოგონა უკვე გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილე გიორგი აბაშიძის განცხადებით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მათ წინასწარ აცნობეს ტელეფონით პატრულს, თუმცა, პატრულმა 15 წუთით დაიგვიანა.
აბაშიძის თქმით, პატრულის ეკიპაჟმა დახმარების ნაცვლად, აქციის მონაწილეები დააკავა.
„სიტყვიერი შეურაცხყოფა ხალხის მხრიდან დაიწყო, შემდეგ ეს შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაშიც სასულიერო პორებიც ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები“-აღნიშნა მან. აბაშიძის თქმით, მათი აქცია სანქცირებული იყო.
აქციის მონაწილის, რომელიც გარკვეული დროით დაკავებული იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წევრის გვანცა ძერყორაშვილის განცხადებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩვენ პოლიციასათან შეხლა-შემოხლა მოგვივიდა, რადგან ისინი არ აკავებდენ იმ პირებს, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდენ. მათ ნაცვლად კი, მე და ჩემი ორგანიზაციის წევრები დაგვაკავეს“ - განაცხადა ძერყორაშვილმა.
მისი თქმით, ის პატრულის თანამშრომლებმა სანაპიროზე ჩამოსვეს, რათა აქციაზე დაბრუნება აღარ შესძლებოდა.
როგორც ძერყორაშვილმა განაცხადა, მას ჩანთა და პირადი ნივთები წაართვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „LGBT“ აქციის მონაწილეებმა თურქეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს.
