საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ინციდენტი მოხდა
საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ინციდენტი მოხდა
12:41 17.05.2012
საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაახლოებით ერთი საათის წინ, ინციდენტი მოხდა.
მოქალაქე გიორგი ჩიხლაძემ პარლამენტის მოქალაქეთა  მისაღებში პროტესტის ნიშნად, ცეცხლმოკიდებული საბუთები შეადგო.
ინციდენტის შედეგად, მოქალაქეთა მისაღებში სკამები და მაგიდა დაზიანდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ჩიხლაძე კი, საპარტულო პოლიციამ დააკავა.
როგორც ჩიხლაძე აცხადებდა, იგი მძიმედ ავადმყოფია და პარლამენტს ფინანსური დახმარებისთვის მიმართა. პარლამენტის აპარატი ადასტურებს, რომ აღნიშნულმა მოქალაქემ გასული წლის დეკემბერში პარლამენტს ოპერაციის დაფინანსება სთხოვა. პარლამენტმა კი, აღნიშნული მოთხოვნა რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა.

ბეჭდვა