თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება
09:02 17.05.2012
დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის ზოგიერთი უბანი დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დიღმის  ველზე, წოწორას ხევში გამავალ მონაკვეთზე 1 200 მმ-იან IV მაგისტრალურ წყალდენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 00:00 საათამდე წყალმომარაგება ლუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს შეუწყდება.
წყალი ასევე, დასახლებებს - „დიღომი 7“-ს, „დიღომი 8“-ს და „დიღომი 9“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ დაწესებულებებს, აშშ-ის საელჩოს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის ფერდობების, ბაგებისა და ვაკის ზედა დასახლების, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსახლეობა შეფერხებით მიიღებს.
ასევე, წყალმომარაგება შეეზღუდება - კოჯორს, კიკეთს, წყნეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს და გლდანს, გლდანულას, „კონიაკის“, „გაზის“, „ცენტროლიტის“ და მუხიანის სამხედრო დასახლების, მუხიანის I, II და III და გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას.

ბეჭდვა