თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე
დაბა წყნეთის ნაწილს, ხოლო 10-დან 16 საათამდე დიღმის მასივის III კვარტლის მეორე ნაწილს და გლდანის მასივის V მიკრორაიონს გაეთიშება.
10-დან 17 საათამდე ელექტროენერგია ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ხოლო 10-დან 18 საათამდე გურამიშვილის გამზირის ნაწილს, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ზაქარაიაძის, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, ნოსტესა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ავშნიანი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 11-დან 16 საათამდე გლდანის ხევის დასახლების, გლდანის I და III მიკრორაიონების, ჯანჯღავას, ქერჩის, ხიზანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
11-დან 18 საათამდე შუქი ვარკეთილი-3-ის I მიკრორაიონის ნაწილს, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთისა და მიმდებარე ქუჩებს, დიღმის მასივის III კვარტლის ერთი ნაწილის, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, სანაპიროს, ცაბაძის, ყიფიანის, ფოთის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, მეტრეველისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
