საპატრიარქო სადაო ტაძრებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
საპატრიარქო სადაო ტაძრებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
19:15 16.05.2012
საქართველოს საპატრარქო ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, საპატრიარქოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით  შერეული სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქოს წარმომადგენელთა განმარტებით, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარი, რომლის შესასვლელიც 14 მაისს სტიქიის შედეგად ჩამოინგრა, ქართულ-სომხურ სადაო ეკლესიათა რიცხვს მიეკუთვნება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ასევე სადაო ტაძრის გამაგრებასთან დაკავშირებით საკითხი ორჯერ დააყენა, მაგრამ ეს შეთავაზება გაუგებარი მიზეზების გამო, სომხური მხარის მიერ გაზიარებული არ იქნა.
„ადრეც აღგვინიშნავს და ახლაც ვაცხადებთ, რომ ვიდრე ასეთი ტაძრების კონფესიური მესაკუთრე დადგინდება, აუცილებელია სახელმწიფომ მათი დაცვისა და გადარჩენისთვის სათანადო ზომები მიიღოს“ - აცხადებენ საპატრიარქოში.
მათივე განმარტებით შერეული სამუშაო ჯგუფების შექმნის შემთხვევაში, ძეგლების შესწავლა და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გახდება შესაძლებელი.

ბეჭდვა