"ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს ჩერქეზული კულტურის ცენტრში გაიმართა.
პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა და კომიტეტის სპეციალისტმა გიორგი საბედაშვილმა გააცნეს. ასევე, მათგან დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და შენიშვნები მოისმინეს.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფო სტრატეგიის მიზანი ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა.
„ამასთან, ამ სტარტეგიის დამტკიცების შემდეგ ზოგიერთ სახელმწიფოს აღარ ექნება საფუძველი ისაუბროს იმაზე, თითქოს ჩვენ ჩრდილოკავკასიაში დესტრუქციულ როლს ვთამაშობთ“ -განცხადა წიკლაურმა.
ჩრდილოკავკსიელ ხალხებთან სახელმწიფო სტარტეგიაზე მუშაობა მიმდინარე წლის მარტდან დაიწყო და პროექტის შექმნას ორი თვე დასჭირდა. სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ, ჩერქეზული კულტურის ცენტრმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
დოკუმენტი შესავლისაგან და 8 თავისგან შედგება, მასში ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაზე სახელმწიფოს ხედვა და მიდგომებია გაწერილი. დოკუმენტი ჩრდილოკავკასიელებთან კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, ვაჭრობის, განათლების და მეცნიერების საკითხებში ურთიერთობების განვითარებას მოიცავს.
