„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
12:55 16.05.2012
პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ პრეზენტაცია ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს, პროექტს აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი წარადგენს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაეწსრებიან. მათ შორის, დავით გამყრელიძე, ირაკლი ალასანია, მიხეილ მაჭავარიანი, მანანა კობახიძე, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე და სხვები.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 9 ქალაქში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები“ უკვე გაიხსნა. მისი მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიების გასამართად ადგილს სთავაზობს.

პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. 2012 წლის აპრილის ჩათვლით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებით“ უკვე 20 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ბეჭდვა