თბილისში მაშველთა ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას დღესაც განაგრძობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო ბრიგადები გულიას მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობიდან გამოძახებები ისევ ფიქსირდება, რაც ძირითადად, სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ეხება. შენობების დაზიანებას და ნგრევას ადგილი არ ჰქონია.
გამოძახებები, ასევე, სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზების გასაწმენდად განხორციელდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის გამოძახებები თბილისის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა.
12 მაისს თბილისში სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ორთაჭალაში, გულიას მოედანთან ახლოს მდებარე სახლებში იმყოფებოდნენ. ძლიერმა წვიმამ მუხიანში მდებარე აგარკებიც დატბორა.
