საკრებულოს სხდომაზე დღეს სტიქიასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ
საკრებულოს სხდომაზე დღეს სტიქიასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ
09:01 16.05.2012
თბილისის საკრებულოს დღევანდელ საგანგებო სხდომაზე თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ბიუჯეტის ცვლილებები განიხილება. ამის შესახებ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახების დროული დახმარება სჭირდებათ.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისი ცვლილებები განვიხილოთ. ცვლილებები დაზარალებულებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას ეხება“ - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები სტიქიიდან დღემდე აქტიურად მუშაობენ, რის შედეგადაც საკრებულოს დაზარალებულების შესახებ ყველა ინფორმაცია აქვს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თინა ხიდაშელი კი, საკრებულოს სხდომაზე 2008-2010 წლებში წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერების შესახებ დოკუმენტების ასლების წარდგენას მოითხოვს.
12 მაისს თბილისში სტიქიის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ბეჭდვა