თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა
15:21 20.02.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალი შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალმომარაგება შეუწყდა ქიაჩელის, ახვლედიანის, უ. ჩხეიძის ქუჩებს და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ასევე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას".
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღდგება.

ბეჭდვა