თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თინა ხიდაშელი ხვალ საკრებულოს სხდომაზე 2008-2010 წლებში წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან
დაკავშირებით ჩატარებული ტენდერების შესახებ დოკუმენტების ასლების წარდგენას მოითხოვს.
როგორც ხიდაშელმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოს სხდომაზე ყველა თანამდებობის პირმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ამ წლების განმავლობაში თბილისში გატარდა, თბილისის წყლის, როგორც კომერციული ორგანიზაციის მხრიდან და თბილისის მერიის მხრიდან.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა თბილისელმა იცოდეს სინამდვილეში რამ გამოიწვია რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია.
„საინტერესოა რაზე გაურიგდა მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო თბილისის წყალს, რა ცვლილებები შევიდა, რომლითაც მდგომარეობა და პასუხისმგებლობა მათ სასარგებლოდ შეიცვალა“ - განაცხადა ხიდაშელმა.
