საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების
საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა.
შტაბმა საგანგებო შეხვედრა გამართა და გამოცდებთან დაკავშირებული როგორც შინაარსობრივი, ისე ლოჯისტიკური საკითხები განიხილა.
საორგანიზაციო შტაბს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს. მისი წევრები არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე.
შეხვედრაზე პროცესში ჩართულმა თითოეულმა წევრმა დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანი საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარმართვაა, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება და გამოცდების მიმდინარეობას და შედეგებს შეაჯამებს.
