კომპიუტერული ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით დღეს კონკურსი გამოცხადდა.
ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომპიუტერული ცენტრების გასახსნელად ის 300 სოფელი შეირჩა, რომელთა მოსახლეობა 1 500-ს აჭარბებს. მანჯგალაძის განმარტებით, კონკურსში მონაწილეობა ამ სოფლების საშუალო განათლების მქონე ყველა მცხოვრებს შეუძლია.
,,შერჩეული კანდიდატები ტრენინგს და სტაჟირებას უფასოდ გაივლიან და კომპიუტერები და დამხმარე ტექნიკა გადაეცემათ. მათ სახელმწიფოს გადამზადებული პირები მომავალში სოფლის მოსახლეობას კომპიუტერულ კონსულტაციას თავად გაუწევენ“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
კონკურსი 15 ივნისამდე გაგრძელდება.
მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, ყველა სოფელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი ცენტრი გაიხსნება.
