პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, კონტროლს აგრძელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა
მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ისეთი სერიოზული პრობლემა შეიქმნა ინფრასტრუქტურული ზიანის მხრივ, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტია ჩართული, ასევე, ამ პრობლემაზე მუშაობენ რაიონების გამგებლები და ქალაქის სამსახურები“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, დაზიანებების სალიკვიდაციო შტაბს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობს და, სავარაუდოდ, ყველა პრობლემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.
ძლიერმა წვიმამ და ნიაღვარმა პრობლემები თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ხულოში შექმნა.
