სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 80, ხოლო აღსაყდრებიდან
35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწვეტილებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კომისიას პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქარაძე უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, კომისიაში მუშაობაში ჩართულები არიან მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები.
„საქართველოს პრეზიდენტის სურვიალია, რომ ეს თარიღები ღირსეულად აღინიშნოს“-განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ კომისიის წევრები ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ.
