„თრიალეთის“ 10%-იანი წილი „მე-9 არხმა“ 1 მლნ ლარად იყიდა
„თრიალეთის“ 10%-იანი წილი „მე-9 არხმა“ 1 მლნ ლარად იყიდა
13:19 15.05.2012
ტელეკომპანია „მე-9“ არხის მიერ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10%-იანი წილის შესყიდვის საფასური „თრიალეთის“ ანგარიშზე ჯერ არ  გადარიცხულა. ამის შესახებ „თრიალეთის“ დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 10%-იანი წილი „მე-9 არხმა“ 1 მლნ ლარად იყიდა.

„იმის გამო, რომ ჩვენ ფინანსური პრობლემები გვაქვს, „მე-9 არხმა“ გადაწყვიტა მხარში დაგვიდგეს, სწორედ ამიტომ, მან 10%-იანი წილი იყიდა“-აღნიშნა ბადრი ნანეტაშვილმა.

მისი თქმით, 10% წილის გაყიდვა სარედაქციო პოლიტიკაში არც იურიდიულ და არც სხვა სახის ჩარევას არ გამოიწვევს.

ნანეტაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, „თრიალეთის“ ეთერით „მე-9 არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ტრანსლირება მოხდება. გადაცემები კი - მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩევა.

„ფინანსური პრობლემების გამო, რევოლუციაზე ჩვენს ეთერში „რუსთავი 2-ს“ ვუშვებდით, შემდეგ კი - „მაესტროს“. ამ ეტაპზე, შიდა ქართლში მოსახლეობას დიდი ინტერესი „მე-9 არხის“ გადაცემების მიმართა აქვს“-განაცხადა ნანეტაშვილმა.

მისივე თქმით, „თრიალეთის“ ეთერში „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებები და გადაცემები უცვლელად გავა.

ბეჭდვა