თბილისის სამაშველო სამსახური ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
თბილისის სამაშველო სამსახური ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
10:21 15.05.2012
თბილისში მაშველთა ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო ბრიგადები გულიას  მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რაც ძირითადად, სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ეხებოდა. შენობების დაზიანებას და ნგრევას ადგილი არ ჰქონია.

გამოძახებები, ასევე, სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზების გასაწმენდად განხორციელდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის გამოძახებები თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, 12 მაისს თბილისში სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ორთაჭალაში, გულიას მოედანთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ცხოვრობდნენ. ძლიერმა წვიმამ მუხიანში მდებარე აგარკებიც დატბორა.

ბეჭდვა