ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა
10:18 15.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად ხელოვნებაზე ისაუბრეს.

„პაატას სურს აპოლიტიკური დარჩეს. მას პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის სურვილი არ აქვს. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. მე, ისევე როგორც ყველა ქართველი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, პატრიარქის პარიზში გამგზავრების საკითხებზე ისაუბრეს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი პარიზში გამგზავრების წინ, ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა იყო.

„ეს ის ადამიანია, რომელმაც პარიზში საქართველოს დღეები დააფინანსა. ამაში მონაწილეობა კულტურის სამინისტრომაც მიიღო. ეს ისტორიული საღამო იქნება“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

18 მაისს პარიზის დარბაზ სალ პლეიელში საკონცერტო საღამო იგეგმება, სადაც ქართველი სოლისტები სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს შეასრულებენ. ასევე, წარმოადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ნიმუშებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად, პაატა ბურჭულაძეც შეასრულებს.

საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება.

ბეჭდვა