თბილისის რამდენიმე უბანს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება
09:34 15.05.2012
დიღმის ველზე 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს  11:00 საათიდან 16 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდება.

შეზღუდვა ეხება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“.

წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, ავარიულადაა დაზიანებული აღნიშნული წყალდენის დიღმის ველზე ცესკოს შენობის მიმდებარედ გამავალი მონაკვეთი.

11:00 საათიდან 16 მაისის 11:00 საათამდე წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება ვეძისის დასახლებაში, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილში.

ბეჭდვა